3D Organon XR | Student
****ეს არის დამოუკიდებელი ვრ ვერსია Oculus Quest 2, VIVE FOCUS 3, Pico Neo 3 & PICO 4 **
3D Organon VR Anatomy არის ადამიანის ანატომიის ინტერაქტიული აპლიკაცია, რომელიც შეიცავს სხეულის 15-ვე სისტემას. ახლა თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ და ასწავლოთ ანატომია 10000-ზე მეტი რეალისტური ანატომიური მოდელით/სტრუქტურით, რომელთაც აქვთ ინდივიდუალური განსაზღვრება და 1000-ზე მეტი დეტალური მიკრო ანატომიური სტრუქტურა. გამოიკვლიეთ ადამიანის სხეული ისე, როგორც არასდროს, 3D Organon-ის მრავალ ჯილდოს მფლობელი და რევოლუციური სამედიცინო პროგრამებით! ანატომიური სტრუქტურის ვიზუალიზაცია ახლა საოცრად ჩამთრევი და სასიამოვნო გამოცდილებაა. დააფასეთ სივრცითი ურთიერთობები ანატომიურ სტრუქტურებს შორის და ითანამშრომლეთ ონლაინ ვირტუალურ ოთახებში სწავლის გასაუმჯობესებლად.
ლინცეზიის ტიპი : 12 თვიანი გამოწერა
3D Organon არის მრავალი ჯილდოს მფლობელი, ადამიანის ორგანიზმში თვით აღმოჩენის გამოცდილების ფუნქციის მქონე პროგრამა. ახლა თქვენ შეგიძლიათ ჩონჩხის სისტემის, კუნთების, სისხლძარღვების, ნერვების და სხვა ორგანოების წარმოჩენა 3D-ში. ჩაუღრმავდით ადამიანის მოდელებს და ნახეთ, რისგან ხართ შექმნილი. აპლიკაციას აქვს ანატომიური განმარტებების ფართო ცოდნის ბაზა, ტერმინოლოგიით, რომელიც დაფუძნებულია ოფიციალურ Terminologia Anatomica-ზე.
სტუმრის ფუნქცია პროგრამაში უფასოა და მოიცავს ქალის თუ მამაკაცის ჩონჩხის სისტემის და შემაერთებელი ქსოვილების ყველა 3D მოდელს. ადამიანის 'მოქმედების' მოდულში შემავალი სახსრებისა და ძვლების ანიმაციებზე წვდომა, ასევე შედის სტუმრის მოდუში. სრული ვერსიის აქტივაცია განბლოკავს სხეულის ყველა სისტემას, მიკროსკოპულ ანატომიას, სხეულის ანიმაციებს, ქვიზებს, ძვლის რუკას, გვამის სურათებს, დისტანციური ლექციების შექმნის ფუნქციას და სხვა მრავალ შესაძლებლობას.
3D Organon გამოიყენება მსოფლიოს ასობით წამყვანი უნივერსიტეტისა და საავადმყოფოს მიერ. ის რეკომენდირებულია წამყვანი გამოცემების მიერ, რომლებიც აშუქებენ მეცნიერების, განათლებისა და მედიცინის მომავალს, როგორიცაა Huffington Post, Scimex, SBS, Futurism და მრავალი სხვა. 3D Organon-ის ვირტუალური რეალობის ვერსია წარმოდგენილი იყო HTC-ის თავმჯდომარის ჩერ ვანგის მთავარ გამოსვლებში MWC 2019-ში, Facebook-ის თანადამფუძნებლის და აღმასრულებელი დირექტორის მარკ ცუკერბერგის მიერ, OC3 კონფერენციაზე.
ვრ ფორმატის საგანმანათლებლო უპირატესობები მოიცავს სწავლის გემიფიკაციას. სწორედ ამ ფორმატის გამო, სტუდენტები ამ გამოცდილებით სწავლობენ უფრო მეტი სტიმულით, ჩართულობით და ამავდროულად გართობით.
3D Organon-ის 3D მოდელებს შეუძლიათ, მნიშვნელოვანი შემეცნებითი მეხსიერების დამატება, რაც აძლიერებს ძირითადი ანატომიური ცნებების სიღრმისეულ გაგებას და ცოდნის შენარჩუნებას.
ინოვაციური მრავალ მომხმარებლიანი ანატომიის მასწავლებელი
"ქსელის" მოდული საშუალებას აძლევს მონაწილეებს შეუერთდნენ მრავალ მომხმარებლის ონლაინ ტრენინგებს, რომლებსაც მასპინძლობენ პედაგოგები და დაწესებულებები. ქსელის მოდული საშუალებას გაძლევთ დაესწროთ ანატომიის ლექციების დისტანციურ სწავლებას და რეალურ დროში დაუკავშირდეთ თქვენს მასწავლებელს და თანატოლებს ხმოვანი ჩატისა და შეტყობინებების საშუალებით. ეს ახალი მოდული არის ჯვარედინ-პლატფორმული და არ ქმნის ბარიერებს იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც უერთდებიან ლექციებს სხვადასხვა მხარდაჭერილი მოწყობილობის საშუალებით. ყველა ძირითადი კომპიუტერზე მომუშავე და დამოუკიდებელი ვირტუალური რეალობის სათვალეები, კომპიუტერის, ტაბლეტების და სმარტფონების პლატფორმები მხარდაჭერილია.
3D Organon აერთიანებს მოწინავე სასწავლო ინსტრუმენტებს, რომლებიც შეავსებს ნებისმიერ ანატომიის სასწავლო გეგმას. მასწავლებლებს და ჯანდაცვის პროფესიონალებს ახლა უკვე შეუძლიათ ანატომიის წარმოჩენა და გამოკვლევა, ისე როგორც არასდროს.
ვისთვის არის 3D Organon Anatomy?
აპლიკაცია შექმნილია იმისთვის, რომ მოერგოს ინდივიდების ფართო სპექტრს, სამედიცინო და ჯანდაცვის სფეროში მოღვაწე სტუდენტებს და პაციენტებს. ხელოვანებს ან უბრალოდ ცნობისმოყვარე პიროვნებებს. პროგრამა ეხმარება სტუდენტებს გაითავისონ ანატომიის რთული საგანი. აპლიკაციის გამოყენება ასევე ადვილი და მოსახერხებელია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც არ აქვთ სამედიცინო გამოცდილება.
აპლიკაცია მომხმარებელს აწვდის ზუსტ ვიზუალურ და ტექსტურ ინფორმაციას, მოიცავს დაუყოვნებლივ რეაგირების დროს და აქვს ინტუიციური ნავიგაცია. ის აკმაყოფილებს სამედიცინო და სამეცნიერო სიზუსტის უმაღლეს სტანდარტებს. ანატომიის პროფესორები და სამედიცინო პროფესიონალების კვალიფიციური გუნდი არიან პასუხისმგებლები ანატომიური განსაზღვერებების, კლინიკური ანატომიის ქვიზების განმსაზღვრელი შეფასების და კლინიკური კორელაციების ავტორები 3D Organon-ში.
ძირითადი მაჩვენებლები
*****3D ანატომიის უნიკალური სტერეოსკოპიული პრეზენტაცია ჩამთრევ გარემოში
***** გამოიკვლიეთ ადამიანის სხეულის 15 სისტემა 10000-ზე მეტი რეალისტური ანატომიური სტრუქტურით
***** გამოიკვლიეთ 15 დეტალური მიკროსკოპული ანატომიის მოდელი, რომელიც მოიცავს 1000 მიკრო ანატომიის სტრუქტურებს 3D-ში
*****სხეულის მოქმედების მოდული კუნთებისა და ორგანოების 550-ზე მეტი ანიმაციით
*****მრავალ მომხმარებლიანი ჯვარედინი პლატფორმის მოდული 200-მდე ერთდროული მომხმარებლისთვის
***** ძვლის ზედაპირების საზღვრების, ნაწილებისა და ღირშესანიშნაობების დეტალური რუქა
*****რენტგენის რეჟიმი, ერთი ან რამდენიმე სტრუქტურის გაქრობისთვის
*****ხელმისაწვდომია ინგლისურ, ლათინურ (ტერმინოლოგია), ჩინურ (გამარტივებული), ჩინურ (ტრადიციული), გერმანულ, ესპანურ, პორტუგალიურ, იტალიურ, ფრანგულ, რუსულ, უკრაინულ, ქართულ, პოლონურ, ტაილანდურ და ბერძნულ (UI) ენებზე.
***** გამოიყენეთ ნებისმიერი ორი ენა ერთდროულად
*****წარმოაჩინეთ ანატომია და განიხილლეთ სტუდენტებთან, კოლეგებთან და პაციენტებთან.
*****ადვილად გაიგეთ ანატომიური სტრუქტურების სივრცითი ურთიერთობები
*****ისწავლეთ, ასწავლეთ და შეაფასეთ ანატომია უახლესი ტექნოლოგიების მიღწევებით
*****გაზარდეთ და შეუცვალეთ ადგილი 3D მოდელებს ნებისმიერი პატარა ობიექტის გაფართოებული ხედისთვის
*****ზუსტი ანატომიური ტერმინოლოგია და განმარტებები
*****ანატომიის მოდელები შემუშავებულია და შემოწმებულია სამედიცინო პროფესიონალების მიერ სიზუსტით და ესთეტიკით
*****სისტემაზე დაფუძნებული ანატომიის მოდული
*****რეგიონული ანატომიის მოდული
*****ძვლის დეზების ხელსაწყო ძვლებზე და სახსრის ზედაპირებზე ოსტეოფიტების მისამაგრებლად
*****სიმსივნური ზრდის ინსტრუმენტი ავთვისებიანი სიმსივნის განვითარებისა და ქსოვილებსა და ორგანოებზე გავრცელების დემონსტრირებისთვის
***** ტკივილის ეფექტი 3D მოდელებზე ტკივილის წერტილების ან რეგიონების აღსაქმეად
*****3დ ხატვა
*****შეინახეთ თქვენი მოდელები ფავორიტებში სწრაფი წვდომისთვის
***** გადართვა ოთხ განსხვავებულ გარემოს შორის (სასწავლო ოთახი, შავი, თეთრი რეალისტური შრ)
*****3D მოდელების ვერტიკალური და ჰორიზონტალური მოძრაობა, სივრცითი ტრიალი, მაშტაბირება
***** რეალურ დროში გადართვა მამრობითი და მდედრობითი სქესის მოდელებს შორის
*****განცალკევებული მამრობითი და მდედრობითი სქესის ჩონჩხის სისტემები მენჯის ანატომიის სიზუსტისთვის
*****მიმატების/გამოკლების ღილაკები კუნთების ფენებად გამოსაჩენად, სიღრმიდან ზედაპირამდე
*****აღმოაჩინეთ ჩაკეტვის მოდული — ძლიერი ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას გაძლევთ იმუშაოთ მომხმარებლის მიერ განსაზღვრულ სტრუქტურებსა და სხეულის სისტემებზე
*ჩონჩხი (მამაკაცი/ქალი)
* შემაერთებელი
*კუნთოვანი
* არტერიული
*ნერვული
*ლიმფური
* გული
*სასუნთქი
* საჭმლის მომნელებელი
*ენდოკრინული (მამაკაცი/ქალი)
* საშარდე (მამაკაცი/ქალი)
* რეპროდუქციული (მამაკაცი/ქალი)
*მგრძნობელობის ორგანოები
*ინტეგუმენტური/კანი (მამაკაცი/ქალი)
მიკროსკოპული ანატომიის მოდელები
*სისხლძარღვები და კაპილარული ქსელი
*ძვის ვარედინი კვეთა
*ბრონქიალური ხე
*თავის ტვინის ნერვის ბირთვები
* ყური (გარე, შუა, შიდა)
* გორგალი
* ღვიძლის წილაკი
* *ლიმფური კვანძი
* ნეფრონი
*პერიფერიული ნერვი
* ჩონჩხის კუნთების ბოჩკოები
* კანი
* წვრილი ნაწავი
* კუჭი
* კბილი
ეწვიეთ https://www.3dorganon.com 3D Organon-ის აპლიკაციებზე მეტი ინფორმაციის მისაღებად