Medis Media არის მრავალ ჯილდოს მფლობელი პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების კომპანია, რომელიც სპეციალიზირებულია სამედიცინო/ჯანმრთელობის განათლებაში. ჩვენმა კომპანიამ შექმნა 3D Organon, ანატომიის აპლიკაციების კომპლექტი, რომელიც ხელმისაწვდომია ვრ, დესკტოპის, ტაბლეტისა და მობილური მოწყობილობებისთვის. ჩვენი მთავარი პროდუქტი - 3D Organon VR Anatomy - არის მსოფლიოში პირველი სრულად აღჭურვილი ვირტუალური რეალობის ანატომიის პროგრამა. VR Anatomy არის ინტერაქტიული საგანმანათლებლო აპლიკაცია, სპეციალურად შექმნილი ვრ მოწყობილობებისთვის. ის ასევე არის ხუთი ინოვაციის/ტექნოლოგიის ჯილდოს გამარჯვებული და სამჯერ არის საპატიოდ მოხსენიებული.
Medis Media-ს მიენიჭა "წლის სტარტაპი" წოდება ავსტრალიის საინფორმაციო ინდუსტრიის ასოციაციის მიერ 2017 წლის Queensland iAwards-ის პრესტიჟულ კონკურსზე.
შთამაგონებელია რომ გავხდით ინოვატორი სამედიცინო განათლებაში ახლახან ამოქმედებული მრავალმომხმარებლის ონლაინ სწავლის მოდულით, რომელსაც მხარს უჭერს SKYLECT-ის ქსელის პროგრამური ფუნქციონალი. ახალი პლატფორმა საშუალებას აძლევს მასწავლებლებს უმასპინძლონ ჩამთრევ ონლაინ ვირტუალურ სივრცეებს სტუდენტებისთვის, რომელიც ხელმისაწვდომია ნებისმიერი გეოგრაფიული მდებარეობიდან. ეს მოდული საშუალებას აძლევს სტუდენტებს დაესწრონ ანატომიის ლექციებს, კლასში ფიზიკური დასწრების გარეშე.
Medis Media ემსახურება გლობალურ ბაზარს. ჩვენ ვყიდით აპლიკაციებს მთავარ ონლაინ მაღაზიებში, როგორიცაა Apple Store, Windows Store, Oculus marketplace, STEAM, SideQuest და Viveport. 3D Organon აპლიკაციებს იყენებს 300-ზე მეტი ინსტიტუტი მსოფლიოში. 3D Organon-ის Enterprise გამოცემა განკუთვნილია საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, პროფესიონალებისთვის და ხელმისაწვდომია ჩვენი ონლაინ მაღაზიის საშუალებით.